გიორგი ბრწყინვალეს
ბრწყინვალე ბისონი შეიგრძნო ვაჟკაცმა, თავდადებულისა გენზე ის ამხედრდა; ძლიერი, ახმახი, ტაქტიკა, თავდაცვა, ყოველი შვენოდა დიადსა ამ მხედარს! ის ზეფეერიულ ბილიკზე ვიდოდა, გონიერ ზრახვებით შეუდგა მეფობას, გადაპარტახებულ ქვეყნისთვის იბრძოდა - გაძარცვულ სამშობლოს ვერც ერთ გოჯს ვერ თმობდა. ფეოდალთ ურჩ ჯოგებს მაშინვე ლაგმავს და ოსების თარეში მოსრა მან ქართლიდან, ქართველთა სიცოცხლეს ერთობით კაზმავდა - შესდექით, არა ხართ მონა თქვენ ამ წლიდან! შემდეგ კი მონღოლებს დათუთქავს, გახიზნავს! ასწლიან მათ რონინს ასრულებს, მოჩანთავს, რაც სპობს ამ ვენდეტას, დილემას, გაწყვიტავს ზავს ჩობან ნოინთან, მართლაც რომ ჩობანთან! ასე გამთლიანდა ჩვენი საქართველო, ასე დაიშანთა მტერთა სამმართველო, ასე დაიშალა ბილწთა სანაკრებო და მეფური თასი ასწიეს სატრაპეზოდ! ქართველმა იხარა, მშვიდობამ იდარა, სიცოცხლის იმ წამმა სინათლედ იბადრა, შემდეგ კი მზის სხივმა გულებში იმრავლა, გამოიკამკამა კვლავ მთვარემ პირბადრმა... ამიტომ შეარქვეს ჩვენს მეფეს ბრწყინვალე, ამიტომ შემოგვრჩა დღემდე ეს სიგელი, ახლა კვლავ არ გჯერა რომ გამოიდარებს? ახლა კვლავ ფუჭია ჩემი ეს სიტყვები? შეამკობს ჰეგემონ ნარცისებს ეს ზრახვა გადაკიაფდება ცაზე ვარსკვლავები! გვჯეროდეს, გვახსოვდეს, გვქონდეს წარმოსახვა: ვინა ვართ, რანი ვართ, ვინ გვყავს წინაპრები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი