გიორგი ანწუხელიძის 40 წლის იუბილე


არ დაიჩოქა თვით საქართველომ 
მაშინ, როდესაც შენ არ დაეცი, 
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის ფასი 
თაობებს რწმენით შენ გადაეცი! 

ორსული ცოლი ელოდებოდა, 
იქვე ეჯდა მას ათი თვის შვილი, 
ანწუხელიძე მაინც არ შედრკა! 
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი! 

ორმოცი წელი აპობ ბილიკებს,
დაბადების დღეს გილოცავ მედგრად! 
მტერი ვერც ერთ წამს გადაგვიბირებს, 
ჩვენი გმირებით ვერრას გაბედავს! 

შენი ოჯახი საქართველოა! 
გეტყვი: კვლავ ვდგებით, მივაპობთ ტალღებს 
თქვენი დაღვრილი სისხლით გმირებო, 
ქართველი ქართულ ჩანგს აამღერებს! 

ანწუხელიძე საქართველოა! 
არ შეუშინდა ჭავლს, არც ღარტაფებს, 
ჩვენი ბედკრული საქართველოა, 
მომხდურ ტირან მტერს გააცამტვერებს!
 
ასე... ამგვარად... ისევ გილოცავ, 
შენ მოტივებზე მივაპობთ ტალღებს, 
ეს საოცარი გამბედაობა 
ხვალაც შეგვიმკობს მებრძოლის ქარ-ცეცხლს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი