შოთა რუსთაველი
მეფისა გული ააელვარა; და გააღმერთა თვით ხელოვნება! მგოსნის თილისმა გაასპეტაკა, ძმობის ფიალით მტრის ხელყო ვნება! პოემა რასაც, თვით სიყვარული; თვით მეგობრობა გააუკვდავებს! ყოველ სტრიქონებს ის მიჰყვა ძმური, კაცურ გოდებით დააველაკებს! ცრემლთა თარეში, სიცოცხლის ფრქვევა, ტრფობა მიჯნურთა საწინდარია! პირველი იყო ვინც დაგვანახა, რწმენა რაოდენ საფიცარია! ჩვენი ღვართქაფი მან ერთგულებით და სიყვარულით მოაველაკა! მზე თინათინობს! გრდემლი ვერ ტყდება! ეს ეპოპეა მოჩანს ხელახლა! მოჩანს და თანაც სულ იარსებებს! ჩვენი მგოსნისა მზე უმთავრესი! მოსჩქეფს და მერე სულ გვიანდერძებს! ფიფქით შემკული ეგ ტურფა ველი! მე მწამს და ქვეყნით სულ განდიდდება, ჰანგი საფიცარ და ძმურთა წესი! ეს კანონადა გაიფანტება, გამოიჭექებს დრო უმყარესი! დიახ, ქართული გენი მაღლდება, აბიბინდება რუსთან თაველი რადგან ჩვენია, ჩვენი გენია! შოთა! ჩვენშია, ჩვენ - რუსთაველში!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი