მომღერალ ალუდა ქეთელაურის ხსოვნას


სევდის მორევში ჩაძირული ფიქრების კონა
უმალ დაადნობს ამ ბობოქარ აისბერგს გულის 
და წასულ ფიფქებს ეკონება ვით დიაკონად, 
თან გარინდებით მოიხსენებს სულს მთის დევგულის. 

ალუდ გეძახი! მომისმინე შენ ისევ ცოცხლობ, 
შენ ისევ ადნობ სულის ლავას გადახურებულს, 
დაუოკებელ იარებში კვლავ ანთებ კოცონს, 
შენი მუსიკა ედემია, ტოვებს ულევ სულს. 

დარდის ნაგლეჯებს კვლავ უბერავს ფიქრების ქარი, 
სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე გზა ბობოქარი
გააბედკრულებს წამთა რონინს, ვით კაცი მთვრალი!
გაცურე შორით ჭიუხშივე - იქ გადასახლდი. 

შენ ისევ სუნთქავ და დარაჯობ მთის ჰანგებს კლდეზე 
შენ ისევ ფეთქავ ამ მძვინვარე სევდების ჭიდილს, 
შენს გრძნობას ეულს ვერ ველევი ვირქმევ გულ-მკერდზე, 
მოტივაციას მეხად დაცლის, დარდს გადამიჭრის! 

ხო „რაც არ იწვის არ ანათებს” შენ ლავად იფრქვი! 
შენა ხარ ვაჟა მუსიკაში - მთის ზენა ქარი, 
ისევ  გვითუთქავ დაკოდილ გულს, ალუდ კვლავ მიქრი, 
შენ ხარ იმედი, ჟინი ბრძოლის - ფიქრი მედგარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი