მიხა ხელაშვილს
მიხა, მებრძოლი სულის მპყრობელო, გდევნიდნენ, შენი მოკვლა სწყუროდათ, იყავი მთა და გულით უებრო, შენი სახელი დავთრად სულ ქროდა. პოეტო, ცისკრის ვარსკვლავის შვილო, შენი სტროფები ჟადეიტია, ყოველი დროის მნათობად ქმნილო, შენი ლექსები დრომ დაიტია. შენი მქუხარე ნანის მე მჯერა, ბინდისფერ სოფელს ნისლად ევლები, ჩიტივით ჩქარა გაფრინდა ერა, ჩამოგაშორეს მწინდა მედლები. შენი სახელი უმალ აკრძალეს და ამოგშალეს ვითომ ამ ბრმებმა, მოღალატედ და მონად დაგკრძალეს, გიღალატეს შენ თვით მეგობრებმაც. დაბადების დღეს, რომ გილოცავდნენ, უცბად გაგწირეს, არ გაგიმეტეს! გესროლეს ტყვია! იუდას ჰგავდნენ! მდიდარი გული კი დაგიფერფლეს. არა მე შენს ლექსს ცრემლით ვკითხულობ, მიხა შენ რჩები ლექსის თილისმად, ბრძოლისთვის ისევ შენს მზეს ვფიცულობ, შემოგინახა დრომ და თბილისმა. ასე ამგვარად დაგლოცავ ძმაო, დავლოცავ შენს სულს აბობოქრებულს, ისევ გვახსოვხარ, გვწამხარ უდავოდ, ვადიდებ შენს ლექსს - სიმართლის კრებულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი