მირზა გელოვანი
ვერ დააფასეს შენი გენია, ისე გაგიშვეს ომში - ტირანში, ტყვიები შენი განაჩენია, ქარ-ცეცხლი არის შენი ნიშანი. ეს პიგმეები შენს ლექსს ატყვია, როგორ ბობოქრობს შენს სტრიქონებში, ეს ღვარცოფი კი სარტყლად გარტყია, შენს ლექსში თავად შენ იბომბები! ომიდან წერდი სატრფოს გრაგნილებს, საქართველოს კი ადარებ ხვითოს, დაბრუნდებოდი ჭექდი ბილიკებს, ახლა კი ბნელა და დიდი ხნით თოვს. ეგ გულიც დნება, როგორც მთოვარი, სანგრებში ვეღარ ფეთქავ ტირიფებს, შენი რითმებია ხატოვანი, სული კი ზეცით შორით იტირებს. - დედა გამაგრდი! - წერდი შენ ბოლოს, დე, ვერ ვიღიმი ჭექს ჰაუბიცა, გამარჯვების მე შევქმნი სიმბოლოს, ვეღარ დამაქცევს მე აუგი ცა. დედა მიყვარხარ ცრემლი არც ელავს, რადგან დავკარგე მე სიხარული, შენია დარდი - ის ფიქრებს თელავს, შენს გულზე ლოდად ვარ მიჯაჭვული. მე ალბათ შემჭამს ბეცი ქიმერა, მაგრამ მწამს მაინც, რომ გავიღიმებ! ამ გულმა უკვე ჟინით იმღერა, მტერი აქაა იარაღს ვიღებ. ეს თქვა და უმალ იფეთქა ტყვიამ, რამაც გააპო თვით საქართველო, სხეულს კვლავ ბოლო ცრემლი ატყვია, თქვა: გზაზე ვდგავარ, შენ არაგველო! ვეღარ დაბრუნდა ომგამოვლილი და ვეღარ დარჩა იგი სატრფოსთან, გაზაფხულის მზეც არს გარდაცვლილი, ვდუმვარ! ვეღარ ვძლებ ამ ბედკრულ სტროფთან…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი