ქველმოქმედებისთვის
მიღებული შემოსავლით გაჭირვებულს შევმოსავ მზით, დახმარების ხელს გავუწვდი მოუთმენლად ამ წამს ვუცდი. როდის ვნახავ სევდის თვალებს, რომელშიც შიმშილი სახლობს, მას მე უმალ დავაწყნარებ, სიცოცხლის მოტივებს ცხადყოფს. ვეტყვი,- ღარიბი არა ხარ, შენც გაქვს ადამიანობა, შენც ცხოვრების გზაზე დგახარ, გცმია ადათი და ნდობა. ხოდა მინდა გაიღიმოთ, - სიყვარული გამრავლდება და მშვიდობით დავიფიცოთ, - ეს გრძნობა კი განდიდდება. მოვდივარ თავშესაფარში და მოგიტანთ ჩემს გულს - მნათობს, მერე მჯერა სხვაც მომბაძავს და უაზრო ბოდვას დათმობს. გიორგი ტაბიძის კრებულის შეძენა: 571-14-73-80
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი