მე შენს...


.               მე შენს სულს ვაღმერთებ ნაზი აკორდებით
		და ეს სილაჟვარდე ხატად მესახება,
		მე შენს სიყვარულში აღარ გავკოტრდები,
		რადგან ეს სიმდიდრე მარად მე გამყვება.
		
		მე შენს გულს ვადიდებ დიდი ემოციით!
		მეტი არაფერი აღარ მაბადია,
		მკრთალად გესალმები ჩუმი ოვაციით
		და ეს სასოება გესმის? მარადია.

		მე შენს სტრიქონებში ვახდენ სულის წარღვნას!
		და ყოველი წამი არის აგონია
		და თან უშენობა ნიშნავს სულის ძარცვას,
		რადგან ჩემი სული შენსას გაჰყოლია.
		
		და ეს ჰარმონია უდრის აღმაფრენას,
		ეს ყოველივე კი უკვდავ საყოფია,
		ეს ყოველივე კი ნიშნავს ამაღლებას
		და ეს სიყვარულიც ამის ნაყოფია.

		მე შენს სულს ვაღმერთებ ნაზი აკორდებით,
		და ეს სილაჟვარდე ხატად მესახება,
		მე შენს სიყვარულში აღარ გავკოტრდები,
		რადგან ეს სიმდიდრე მარად მე გამყვება.



გიორგი ტაბიძის ლექსების კრებულის შეძენა: 571 14 73 80

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი