ეს ქალღმერთი


ეს ქალღმერთი მე მაღმერთებს,
		უკვდავ ნოტზე მე მამღერებს.
		როცა მტკივა ის მამხნევებს,
		როცა მცივა მზეს მახსენებს.

		მერე ჩუმი გული თბება,
		მერე დარდი ქარს მიჰყვება,
		მერე ზეცაც იწმინდება,
		მერე უცბად ჩემს წინ ჩნდება.

		მეტყვის,- შენ ყველაფერს შეძლებ
		(უიმისოდ დიდ ხანს ვერ ვძლებ,)
                 მეტყვის,- ყოველივეს დაძლევ,
		კვლავ მის სხივებს ჩემს წინ ვეძებ.
			
-	ჩემი გულის ანდამატია,
		ჩემი გრძნობის სალოცავია,
		ჩემი სული წმინდა ხატია,
		ჩემი ტრფობის საფიცარია.
		
		


                დიახ... მასხივოსნებს მუდამ,
		დიახ... მაცისკროვნებს უკვდავს,
		დიახ... შენი ტრფობით ვსუნთქავ,
		დიახ... და თავს ჩუმად ვუკრავ.

		არა, მიყვარს ცაზე მეტად,
		მიყვარს ის ამ გრძნობის ხატად,
		მიყვარს ის ამ გრძნობის კერპად
		და მეყვარება, მარად, მარად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი