შენი ცრემლები
შენი ცრემლები მე თავს მავიწყებს, უმალ მივდივარ სევდის მორევში. მე შენი ტრფობით ბრძოლას დავიწყებ ამ ომს არასდროს მე არ მოვრჩები. შენი ცრემლები მე გზას მიკაფავს, შორით მივდივარ ზევით ჭიუხში, მერე ეს დარდი გრძნობებს მიქარგავს, შენზე ფიქრია ჩემს მწირ დღიურში. შენი ცრემლები უმალ ფრთებს მასხავს! მივექანები ნაზ ოცნებებში. შენი თვალები მეომრად მსახავს, და ოცნებიდან მივალ ვნებებში. შენი ცრემლები მძინარს მაღვიძებს და მეკარება მე ავგაროზად. ჩემში მილეულ მყინვარს აღვივებს და ეს მეყრება სიცოცხლის დოზად. შენს ცრემლებს ნასროლ ტყვიად მე ვიღებ, და ამ დაკოდილ იარებს უკან, შენი ლამაზი გრძნობების სიღრმე, შენი თაკარა ღიმილი კურნავს. მაგ სათნო ცრემლებს ვერ გავექეცი, მე გულს ვიგლიჯავ და შენ გინერგავ, რადგან არასდროს ვნახო ეგ ცრემლი, მჯერა მებრძოლ გულს არ გამიხეთქავ. და ამ ბრძოლების კორიანტელში, მე დავასრულებ იმედიანად... არ მინდა ვნახო ეგ ჩუმი ცრემლი! (თუმცა) მე შენ მიყვარხარ ცრემლებიანად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი