მენატრები
შენს სიყვარულში მითენდება და მიღამდება და მენატრება შენი გულის შეხება - სათნო. ამ მონატრებით ვიპერი კვლავ მოიჩადრება ბნელ უდაბნოში, სადაც შენი შუქია მარტო. ამ მონატრებით ვიპერი კვლავ დაიფერფლება იმ ცეცხლის ალით, რომელიც ჩვენ სიყვარულს ათრობს. უშენოდ ვერ ვძლებ! მე ვიშლები ციურ ფერებად. ზაფხულია და მაგრამ მაინც გრძნობებზე მათოვს. შენთან ყოფნა კი სასიცოცხლო წყაროა დიდი, ყოველი წამი მეფერება ზეციუ სხივად. - როგორც მგოსანი და უმანკო ამ გრძნობის მკვირდი, შენ გეტრფი მხოლოდ და მიგიჩნევ მე ხატად წმინდად. როგორც ტარიელს მზად ვარ ვკაფო სავალი გზები, ვიბრძოლო შენთვის და განვდევნო შორით ქაჯები, მერე კი მოვალ და დავრდომილს ჩამეხუტები, მერე კი მარად სიკდილამდე შენი ვიქნები. სიკვდილის მერეც მე გიპოვნი ზეცაში რადგან! მომენატრები, გავბრწყინდები მე ცისკრის ხატად, ჩვენი სულები დარჩებიან შერწყმული მარად, შენ მიმაჩნიხარ სამუდამო სიცოცხლის კვალად. მე მენატრება მაგ თვალების ციური ფერი, მე მენატრება შენი გული ცრემლებით სველი, მე მენატრება შენი სითბო ყველაფრის მთქმელი, მე მენატრება შენი სევდა გრძნობების მჭრელი. ოხ, მენატრები, მენატრები და მენატრები... ეს მონატრებაც გადამექცა ჩუმ სიხარულად. ასე ეული ვერ გივიწყებ და შენთან ვრჩები, გთხოვ მონატრებაც ჩამითვალო მე სიყვარულად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი