ღმერთო


ღმერთო უფალო ყოვლის შემძლევ, ყოვლის მპყრობელო!
კვლავ დაჩოქილი, ქედმოხრილი ვლოცულობ შენს წინ.
შენ გევედრები ყოვლად დიდო ყოვლის მფლობელო
ეს სიყვარული, რაც მარგუნე დატოვე ჩემში.

მე სიყვარული შევიყვარე მთელი არსებით,
შენი რწმენა კი არ დავკარგე - ეს იმედს მაძლევს.
ყოველ ნაბიჯზე გვერდით მყავხარ - მავსებ სავსებით.
კვლავ მედიდურად მჯერა მკვირცხლად ყველაფერს დავძლევ.

შენ შემასწავლე სიყვარული - ციური მადლი,
და მაგრძნობინე, რომ ეს გრძნობა დიდი ხვედრია,
მეტი ზრახვით და მეტი ჟინით მე დავიქადი
სიყვარული, ვით უკვდავების თეთრი მტრედია.

ღმერთო! მაღალო! არ წამართვა ეს სიყვარული
მან დამავიწყა შური, ბოღმა, მტრობა, ვარამი...
ეს ნახევარი გული ახლა გამხდარა სრული
და ეს სისრულე არ დამაკლო შეგთხოვ მარადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი