ყოველი ლექსი


ყოველი ლექსი ტოლფასია დებოშის დიდის!
ყოველი ლექსი ტოლფასია მარადი ღამის!
ყოველი ლექსი კოლაფსია, გონებას მიხდის!
ეს კი მაცეცხლებს, შავი ალი ფიქრებად დამდის.

მე ლექსის წერა მათრობს, მაკრთობს, მძინარს მაღვიძებს
და ჟრუანტელი მბორგავს, როგორც თოვლში ფანტელი.
აქ ვიწყებ ბრძოლას თავგანწირულს, მხოლოდ აქ ვიწყებ.
წერით მილეულ ძალებს ვიკრებ, ვხდები აქ მთელი.

მუზასთან ჭიდილს ვერ ველევი, ფიქრებს მიბნელებს.
ხანაც კი  თვალებს დამიბნედავს ის უთენია.
კვლავ კალამს ვიღებ და ვულკანი უმალ იფეთქებს,
მეწამულ ლავას მელნად ვანთხევ ის უძღებია.

მერე დარდს მიქრობს, ტკივილს ყინავს, სევდას მიქარწყლებს
და მზის სხივები გაბრწყინდება ბნელი ღამიდან
მერე არასდროს არ დავკარგავ ბრძოლით განვლილ წლებს.
ეს მიღირსრადგან, ძალას ვიკრებ წერის ამ დღიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი