შენი ყოველი...


შენი ყოველი წამი,
შენი ყოველი სიტყვა,
შენი ყოველი ჩქამი,
შენი ყოველი მითქმა,

შენი ყოველი სევდა,
შენი ყოველი ფიქრი
ჩემს მოგონებეს ხევდა.
-	უკვდავებისკენ მივქრი!

შენი ყოველი ცრემლი,
შენი ყოველი წყენა,
ვნების ღელვაა მთელი
და თან ღვთიური რწმენა.

		ვერ დაგივიწყებ ვერა!
		მახსოვს ყოველი წუთი.
		შენი გრძნობების მჯერა!
		შენ გელტვი ყველა კუთხით.
		
		მხოლოდ შენია გული,
		რომელიც შენთვის ფეთქავს.
		მას მხოლოდ შენთვის ვუვლი
		ის კლდის ნაგლეჯებს ხეთქავს.

		ასე შემმოსავს ისევ
		შენი ყოველი ბგერა.
		მე შენ ბილიკებს მივსდევ,
		და მარად შენი მჯერა.
	
		შენ ყოველ წამებს ვხედავ,
		შენ ყოველ სუნთქვას ვქარგავ.
		და ყოველ ტკივილს ვხედავ
		მაგ თვალებს ჩემს წინ ვხატავ.

		ასეა მაკრთობს შენი
		ნაზი ყოველი სიტყვა,
		სიყვარულს რაც კი შვენის
		ეს უკვე გულით ითქვა.

		და მე გადავდებ ფანქარს
		და დავასრულებ წერას.
		ვერ დავივიწყებ რა ვქნა
		შენს ყოველ, ყოველ მზერას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი