რა გამაჩერებს
. რა გამაჩერებს ქალავ მითხარი, როცა შენ გხედავ და ვერ გპოულობ. შენ შემომტყორცნე გრძნობის ისარი, რა გრძნობითაც კი ახლა ვლომგულობ. ვერ დავივიწყებ შენს ნაკვთებს ვერა, მნათი მზე შენგან საწუნარია, კვლავ შენი ლაღი ღიმილის მჯერა ეგ ცრემლები კი ტყე უღრანია. სადაც მე ახლა დავეხეტები! ვერ გნახე, მაგრამ არ გავჩერდები. მზად ვარ გავკაფო გზები ხელებით, მერე კი არვის შევუშინდები. მზად ვარ გავაპო ბასრი კლდეები, თანაც გავგლიჯო ხავსი ტაფობის, და გადავლახო ხრამიც, ხევებიც, გადავირბინო მთები, მაღლობი. მერე კი მაინც ჩემი იქნები, უშენოდ გული დალახვრულია, მე არ მასვენებს შენზე ფიქრები და შენი აღმაფრენა მწყურია. ვერ გავჩერდები! მაინც შენ გელტვი. ამ სიყვარულს კი ვერ დაგვიშლიან ბევრი ვისწავლე მზად ვარ და გეტყვი, - ძალას მმატებ შენ და ვერ შემშლიან. და თუნც გამწირონ, მერე განმგმირონ, თუნდ ქვესკნელისკენ მივექანები მაინც არ დავთმობ, ვიცი რომ მიხმობ ვერ გავჩერდები, ვერ გავჩერდები! გიორგი ტაბიძის ლექსების კრებულის შეძენა: 571 14 73 80
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი