ცოლად გამომყვები?
აჰა, ვიბრძოლე შენთვის მე განცდით და გადავლახე კლდენი, ქარაფნი, მერე გადათხრილ ჭიუხებს გავცდი და ავაკვნესე გულის არღანი. იმ გულის, რასაც ახლა შენ გჩუქნი, იმ გრძნობის, რაც კი ახლა შენია, მას სიყვარულის ქარიზმით ვფურჩქნი ამ დღიდან ნურვის ნუ გეშინია. რადგან ერთად ვართ მე შენს ხელს ვითხოვ, შენი ცრემლები კი ალმასია. მაგ უმანკო გულს ვადარებ ხვითოს, მან უკვდავ მგოსნად გადამაქცია. ეს გრძნობა წმინდა და უღალატო კელაპტრის სხივით განდიდებული, მას სამლოცველო ქარაგმით ვატკბობ დარჩება მარად ის ღირებული. ეს გული, როგორც ვულკანი ფეთქავს! ერთ კითხვას გისვამ მეტს არ მოვყვები. მუხლმოდრეკილი შენს წინ მე ვღელავ, გკითხავ,- შენ ცოლად თუ გამომყვები? გიორგი ტაბიძის ლექსების კრებულის შეძენა: 571 14 73 80
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი