სიზმარი
. წუხელ სიზმარი მესიზმრა ვაი, როგორი სიზმარი პატარძლის კაბა გემოსა შენ ცოლი გერქვა, მე - ქმარი მზერას მზის სხივი გხატავდა, თავად მზე იყავ მნათობი, ტანი ვერხვის ხეს გიგავდა სიყვარულისგან დაფოთლილს. ფეხთ ვარსკვლავები გამკობდა და ვარსკვლავებზე იდექი. კაბა ედემის ბაღისა, ოი, მას როგორ გიქებდი. ხელთ თაიგული გეჭირა, შენი სათუთი თითებით, ქალავ მე შენი ყურებით ნაზი ფერებით ვირთვები. თვალები გულის ფერია, -ნუგეში ჩემი ცხოვრების და მაშინ როცა მწყურია წყაროა ჩემი ოცნების. წარბები- ოჰ, რა წარბები, ვერცხლით თლილია ნაკვთებზე. ზღვის ანარეკლად ლიცლიცებს, გარდამავალი ნაზ თმებზე. თმები გვირგვინად ბრწყინავდა, ოი, როგორი სხივებით მასხივოსნებდა, მათბობდა გაუწყვეტელი სიმებით. გამომეღვიძა ბედნიერს შენ ისევ ჩემს წინ იდექი. არ მოსწყვეტილხარ ჩემს იერს, რა მეთქვა ვეღარ ვითმენდი. ხო, ისევ შენს ტანს ამკობდა პატარძლის კაბა ზურმუხტის. ის კავკასიონს ადნობდა, ტოლფასი იყო სრულ მუხტის. გიყურებ და ვერ ვაოკებ ჩემში ყიჟინას ტრფობისას. (ციურ სიყვარულს ამკობენ ბგერები ყოველ სტროფისა) სიზმარი ცხადად ამიხდა ჩემი ოცნების სიზმარი. მარად საფიცი გამიხდა, მას ცოლი ქვია, მე - ქმარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი