შენს გაბრაზებას
. როცა დარდები ეკლებად მკაწრავს და შენს თვალებში ვხედავ სიბრაზეს, ეგ მკაცრი მზერა მომახვევს ბაწარს, და მახრჩობს მიკრთობს სულის სინაზეს. მერე დამჭექავს ჩუმი გოდებით, მერე დამგმინავს მალულ ზმანებით, მერე დამქუხავს მგლური წოდებით, მერე დამსეტყვავს ბასრი გამებით. და დაბნედილი ვჩერდები ასე, და ვიმარხები შავი ფერებით, შენს მზერას ვნატრობ ღიმილით სავსეს, რა ვქნა მე ვთვრები შენი ფერებით. გთხოვ ნუ ბრაზდები ჩემო ფერია, შენს გაბრაზებას ცისკენ მივყავარ. გთოვ შემირიგდი ეს მზე შენია რადგან მე იცი? ძლიერ მიყვარხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი