დაეძინა


დაეძინა, ჩემს კალთებზე დაეძინა
		უმალ ვიგრძენ ჩუმი სითბო ეული.
		ოხ, ეს სუნთქვა ფანტელებად მომეფინა
		და დამტოვა მარად გამეფებული.

		ვგრძნობ, თუ როგორ ალიცლიცდა მისი სითბო
		ვგრძნობ, თუ როგორ მომეხვია მე აბჯრად.
		დაობლებულ გულს მიმყარებს მისი სიო
		ძირს დამხობილს ის ნუგეშად მეაჯა.

		დაეძინა, ჩემს წალკოტში დაეძინა
		უმალ ვიგრძენ ჩუმი სითბო ეული.
		ოხ, ეს სუნთქვა ფანტელებად მომეფინა
		და დამტოვა მარად გამეფებული.





გიორგი ტაბიძის ლექსების კრებულის შეძენა: 571 14 73 80

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი