არ გავჩერდები!


გრძნობის მორევში ზვირთების კონა
უმალ დაადნობს აისბერგს გულის
და მე ამ ვნების უკვდავი მონა
არ ვუშინდები ფიქრების ქუხილს.
	
ზეციურ ძალის მუდმივი მცველი
არ ვუშინდები სევდების ურვილს,
მივქრი და მივქრი ვით ღამე ბნელი,
რადგან შენ მიკლავ მოკვდავის წყურვილს.

რადგან შენ მზე ხარ ამომავალი!
და ჩრდილი ჩემი სულის ფერების
მე კი ამ ტკბობის შთამომავალი
ამ ჯილდოს ვიღებ კვლავ შეფერებით.

ჯილდო, რომელიც შენ მიძღვენ მორცხვად!
ჯილდო, რომელიც მაქცევს მე მგოსნად!
ჯილდო, რომელიც ჩამესმის ლოცვად!
ეს ღაღადი კი მივიღე მოძღვრად.

ამ ემოციის ქარტეხილებში
შრომას ვაგრძელებ მე არ ვბერდები.
შენ ხარ მოტივი წინ სვლის ამ წლებში
პირობას გაძლევ, არ გავჩერდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი