შემომაღამდა...


შემომაღამდა მე მის გრძნობებში
და ამ ქაოტურ ნაზ ოცნებებში,
ავამღვრევ ჩემი დინების ტალღას,
რომელსაც შიზო ფიქრები ახლავს.

ფიქრები მისი მკვლელი ალერსის,
ფიქრები დანას მიყრის ალესილს,
ფიქრები მგლიჯავს და ვერ ვჩერდები,
ვიქნები მისი - მე არ ვნებდები.

ეს კი ძალაა ციური ცვარის
ძალა, რომელიც ჩემს სულში დაქრის.
ეს კი გმინვაა გულების წარღვნის
ეს ლტოლვა ისევ ფიქრებში დაძრწის.

ასე დაღამდა ვნების ტიალში
და ამ უკვდავი გრძნობის ტრფიალში
თენდება ნაზად საოცარ ფერით,
კვლავ ერთად ვდგავართ და ერთად ვმღერით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი