როცა ის იტანჯება...


.               ის იტანჯება მძაფრ შეგონებით,
		სტკივა და სტკივა - იბრძვის გოდებით.
		მისი თვალები ცრემლებად გალობს,
		მისი ტუჩები კი დარდებს ადნობს.

		ვხედავ და ვტირი, როგორც მოკვდავი,
		არ გავძლებ ასე... ჩუმად მოვთქვავდი.
		მასში ცა სჩანდა- მუქი ღრუბლებით,
		ის სავსე იყო ძალაუფლებით.

		მზე კი შორს იყო(სადღაც წყვდიადში)
		ოხ, დავიღალე ასე ტიალში,
		მინდა გამოჩნდეს თეთრი სხივები,
		და მის კალთებზე გადავიჭრები.

		გთხოვ, ნუ ჩააქრობ ამ მზეს ცრემლებით,
		გთხოვ, ნუ დაადნობ მყინვარს ვედრებით,
		რადგან შენია ჯერ ეს სამყარო,
		შენ კი ხარ ჩემი ცხოვრების წყარო.

		წყალი, რომელიც შენ პეშვით მასვი,
		ბრძოლის იმედი ვიპოვნე მასში.
		ეს არის სითბო გაყინულ წუთში,
		ეს არის ძალა დაბნედილ  გულში.

		სწორედ ამიტომ გთხოვ ნუღარ ჯავრობ,
		შენ ისევ ლამაზ ოცნებებს ამკობ!
		ჯერ წინ გვაქ ჩვენი სავალი გზები,
		ახლიდან ვიწყებთ უწმინდეს ბზებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი