მე არ ვნებდები


მე ვერ ვნებდები,
მე არ ვნებდები, 
რადგან შემასხი შენ იმედები.
მე ვერ ვჩერდები,
მე ვძლიერდები,
რადგან შენ გულში დავეხეტები.
მე დავამთავრე უქმად ტიალი,
და შენ გეკუთვნი მარად-მთლიანი.
შენ ხარ ნუგეში სევდის უპეში,
და აღარ ვდგავარ დარდის წუმპეში.
მე ვერ ვნებდები,
მე არ ვნებდები, 
რადგან შემასხი შენ იმედები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი