ორი თვის მებრძოლს
მზე ეფინება ცის კორიფეებს, ზღვა კი ელვარებს, ანათებს, ღელავს... მე კი არ ვიცი ვინ დამიჯერებს, ვემსგავსე მონას, ვემსგავსე მძევალს. მე ვარ ვასალი ამ გულის ცემის, ორი თვის მებრძოლს მუცელში რომ სჩქეფს, მე ვარ ამაყი ამ ეფემერის, ეს სიამაყე კი ძალას აფრქვევს. ჯერ სულ ორი თვე მუცელში ცხოვრობს, მაგრამ გუგუნით არხევს კალაპოტს, არ ჩერდება და მორცხვად ამბოხობს, (არ ეპუება არც ცის კაბადონს) ასე ამგვარად იცხოვრე მუდამ, მამი! არ შედრკე არასდროს არა, გისურვებ სულში დიდ სითბოს უკვდავს, გზას გაგინათებ გპირდები მარად. გიორგი ტაბიძის ლექსების კრებულის შეძენა 571 14 73 80
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი