მამი...
მამი!მწამ კი, მარად წამით და წინ ვივლი ამ მზით. მამი!მწვავდი მაგ სინაზით, გავიმარჯვებ ას გზით, ხარი ხარ კი მთის სიმძლავრით და იმარჯვებ ზარზმით, ხმას კი ხმალით ხალხს მივაწვდით, მწამს სიყვარულს გავზრდით. სიყვარულით იშვა კაცი- ხშირად მტერი ღვაწლის, ძე ღვთისა ადამიანი, კვლავ ადამის კვალით და ციური მადლით, მარშით, იცხოვრებ მაშ რით? არა შარით, არა ზაკვით - იბრძოლებ მარხვით. სადაც დავეცი მე შვილო, მინდა იქ წამოდგე, სადაც გამარჯვებას ვცდილობ, მინდა იქ გარბოდე. დრო სიყვარულში დაზოგე, გახსოვდეს არ დაღონდე, აკაკი, ვაჟა, ილია- მათ სიტყვებს არ თმობდე. და გთხოვ დღეს, რაც დათესე - გჯეროდეს მომავლის, ჩემი სული შენ გეკუთვნის, შენ ხო დღეს გმოსავს ის. ცხოვრება კი მზის სხივია, ხან ღრუბელი ფარავს, მთავარია არ დაღონდე, მშობელი გყავს ფარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი