მიდით...


მიდით! დამჩხავლეთ ყორნებო არწივს,
და დამიკორტნეთ გული მდიდარი,
მიდით! დამახრჩვეთ და მერე დასწვით,
ეს სული ფერდობს გადამდინარი.

მიდით! გამიპეთ ხორცი ღარიბი,
აქ უკვე ცრუც კი უტყუარია…
აქ უკვე სამართალი გაგვირბის,
ბოროტი სული კი უკვდავია?!

მიდით! რას ელით განმგმირეთ აწი,
და ჩემი ლეში მიაგდეთ ობლად,
მაინც ობოლი სული მაქვს არწივს,
და მემუქრებით მე დასაბომბად.

მიდი! რას ელი რაღა გაცინებს,
რაღას კისკისებ უაზრო ღიმით?
ხო უკვე ობლის გულით გამიცნეს,
 მათ მპოვეს როგორც ბინძური ნივთი.

 მიდით! ხო მიდით!!! მე კი ჯერ ვსუნთქავ,
 მე კი ჯერ ვხედავ ჭიუხვს დარიალს,
 ვით თერგი კლდეზე დევივით ვუკრავ,
 მჯერა ეს წყევლა უმალ გაიარს.

 მანამდე კი მე არ დავნებდები!
 მანამდე ვივლი გულით მდიდარით!
 ყორნებო ფრთხილად! მაქვს იმედები,
იმედი ბრძოლით გადამდინარი.

ეს იმედი კი სიყვარულია,
ამ სიყვარულს კი ვერ წამართმევენ,
სხვა ყოველივე დაკარგულია,
(ამ სიყვარულს კი ვერ წამართმევენ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი