როგორ თენდება...


როგორ თენდება ალიონზე ნანატრი ზეცა,
ამ ფიქრს კალთებზე მოციმციმე ვარსკვლავი ეცა, 
და მე მომესმა ზეციური ღვთიური მესა, 
მზად ვარ ვიბრძოლო მოთმინებით იობის წესად. 

თუ ასე არ იქმნა,  ნეტარ იყოს მშვიდი სული...
რათა  დაიმკვიდროს ქვეყანაი შერისხული.
ხო აქ სამართალით მონობაა შერაცხული, 
ხო აქ სამართებლით მშვიდობაა  შელახული. 

ისევ მზის სხივს ვეტრფი, მჯერა ჩუმი გულის ფეთქვის,
 ალიონზე ისევ ვმღერი, წყალს მაინც მოგიტან პეშვით! 
ვერ შემცვლის ეს სული ბოროტი- მსახვრალი პულსით.
ისევ ჩემს მზეს ვუცდი, ის ციმციმებს სულ წინ მსურს კი. 
ის ანათებს კავკასიონს- მტერს  სურს დამამიწოს,
ანდამატებს განმარიდოს, ლახვარ მცეს გამრიყოს, 

მე კი ვერ გავიყიდები, რწმენის ისევ მე მწამს, 
წმინდა წყალს დავეწაფები, დღეს გული კი ფეთქავს. 
რადგან გული მეხს ჰგავს, მედგარს ეს დღეც მედგრად გავა, 
მერე რა რომ მიტევს მე გარს, მიზანსწრაფულს ვგავარ.

მივყვები ცხოვრების ქარაფს,- მე არ შევიცვები. 
წლებს კი შემართებით ვქარგავ,- მხედრად გადვიქცევი. 
ასე ამ მოტივით ვმღერი და ვაგრძელებ წინ სვლას, 
ამ ლექსით წინ გავიჭერი კვლავ გავკაფავ წინ გზას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი