ერთი წელი
ერთი წელი ხდება, რაც გული აღარ ბერდება, მთის გრძნობად მეფდება და მაკრთობს ეს ეფემერა. მე კი ფერებად გაღმერთებ, ცისფერ ჰანგებს ვამღერებ, ამ სიყვარულს ვამრთელებ, უკვდავ ტრფობას ვაერთებ. უსიყვარულოდ ისევ, მზე არ ანათებს ზეცას, სიო არ დაქრის ვისმენ, მშვიდობის ნანატრ მე ზავს, პერიფერიად მივსდევ, უცხოდ მჩქეფარე მე ჰანგს, მიყვარხარ სიტყვას ვიწყებ, ვეამბორები მე ხატს. ამ გრძნობის ხიდზე გავალ, ვეტრფიალები მგოსანს, ტრფობა შლეგად მქმნის და კვლავ, ვედრები გენიოსსაც ვედრები: გრიგოლს, ტატოს - რომანტიკოსთა მხედარს, ამ სათნო ნოტებს ვატკბობ, ქარქაშს ვუბრუნებ მე ხმალს. შენი მზე მიმკობს მიზნებს, ვეღარ ვაზროვნებ რა ვქნა? არ ძალუძს მოკვდავს ისევ, უკვდავთა გრძნობათ ახსნა. აჰა, ვდუმდები მორჩა, დანარჩენს გულში გეტყვი, ერთი წელი სჩანს ნორჩად, მას სიზმრად თან გავყვები. ეს შრომა მაშინ მიქე, თუ გადიქცევა წლებად, თუკი დარჩება შვილებს, ცხოვრების დღიურ წესად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი