არა აქვს აზრი...


არა აქვს აზრი თუ არ იქნები!
მე მხოლოდ გვერდით მედგები ლანდად,
მომნატრებია მწვავე ფიქრები,
შენი ცრემლები მედება ალად.

მე შენს სტრიქონებს ისევ ვაღმერთებ!
ისევ დავიწყებ უსასრულ ქილიკს,
ისევ გამიღებ სისხლნადენ კარებს,
და ისევ ერთად გავკაფავთ ბილიკს.

მე არ დავეძებ ამ ქვეყნად არვის!
მე მხოლოდ შენი ფერებით მათრობ,
მე მხოლოდ შენი ნისლი მაქვს არწივს,
მე მხოლოდ შენი ფიფქები მადნობს.

გარდავიცვლები ნაზ ოცნებებში!
მარდად გავაფრენ გპირდები აწი,
ოღონდ შენ იყო ჩემს უტყვს ვნებებში,
სხვა ნაწერები? სულ ყველა დავწვი.

მე რა მაბრმავებს - რა მადიდგულებს,
ეს არის სულის ფერება შენი,
მე ამ ბილიკებს წამს დავიბრუნებ,
და ისევ სითბოს გადმოგცემ მერმის.

ოხ, როგორ გნატრობ ამ ოცნებებში!
სიზმრად მედება სისხლი წამების,
მე გნატრობ ჩუმად ეფემერებში,
ამ გრძნობის მონა უმალ ვხამდები.

უმალ გავიყრი ჭრილობაში ცრემლს,
უმალ დავტოვებ ამ ცოდვებს ულევს,
მე მაგონდება შეშლილი სახე,
გული კი ბრმაა - რა ქნას ის სულ ძგერს.

ასე ობოლი შენ გნატრობ ისევ,
მე ისევ მივსდევ ფერებას წლების.
რაც დამიტოვე, რა ვქნა, კვლავ მივსდევ
და ამ ჭიდილში მე დავბერდები.

მერე გაკოცებ, ვფიცავ გიპოვი.
მოხუც გულს მერე მე გაგიცოცხლებ,
სანამ მოვკვდები ვფიცავ გიპოვი,
მე ჩაგიხუტებ, შენ - გაიოცებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი