სიყვარული უფლისა
მე ვით პილიგრიმი, მივუყვები ლაშქარის გზას, მე თვით უფლის რწმენით, ქედს მოვუხრი ლაშარის ჯვარს, და ვივიწყებ აქ ჯავრს, უმალ ვყრი ნაომარ აბჯარს, დიახ; მორჩა ომი! ჩუმად ვშლი დასეტყვილ ამ ჯაჭვს. ჩემი ქანც-გაცლილი დრო, კვლავ ლოცვაში განვადიდე, თანაც ეს ბნელი ბრბო, ლოცვაშიც არ დავივიწყე, ღმერთს ვთხოვ გადმოხედოს და გადმოხედოს მყისვე მათ, ჩემს ვარამს იქადის? გონს მოვიდეს მე ისევ მწამს. ვით ილიას ლოცვა, - ეჰ, შეუნდე ღმერთო მტერსაც, მათ არ ახსოვთ შურით, უტოლდება უმალ მტვერსაც. მჯერა, მწამს და ვადიდებ- ქედ-მოხრით ქერუბიმთასა უზენაესსა მას- უწმინდეს სერაფიმთასა. სიყვარული ფეთქავს,-სიყვარული თვით ღმერთია, მას ჩემი ფიქრები, მარადისობით ერთვიან, ეს სიწმინდე ვამბობ, ამ სულის კელაპტარია, ამით იკურნება, წარსულის მელანქოლია. მზად ვარ- მეცენატი, ქველმოქმედებას დავიწყებ. მჯერა, რაც გავიღე- სულის ძალით მივიღებ. სიყვარულით მჯერა, უფლის სახელს კვლავ დავიცავ. სიქველით მჯერა, რომ ჩემს სამშობლოს დავიცავ. ჩემს ხალხს რწმენით დავიცავ, ეს კი არის ჩემი ხვედრი. მე დიახ მე თვითომ, მიცავს სიყვარული ღმერთის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი