სიყვარული დედისა.
„პატივი ეც შენსა დედას“ არ გააპო დედის გული! ნუღარ ელი სულ სხვა მედალს, გყავდეს მარად ეს დაცვული. „დღეგრძელ იყო ქვეყნის ზედა“ პატივი ეც მთელი ჟინით, დედა! შენ ჩემს წლებში ფეთქავ, ამას დავქუხ მე ყიჟინით. შენი სულის ჰეგემონად, მე ვარსებობ, მე ვდიდგულობ. შენმა გულმა დამიმონა, საფიცრად შენს მზეს ვფიცულობ. ჩემთვის აპოთეოზია, შენი დიდებული სული ეს გულზე ავგაროზია, მარად ვარ შენი ერთგული. როცა შენში სევდა მოჰქუხს, როცა გმოსავს ცრემლის თქეში. ვერ ვისვენებ ვგავარ ლომგულს, არ ვიცი თუ ვარ რა დღეში. დედა, - მზად ვარ გასახელო, ავასრულო შენი ნება, ოღონდ შენ იცოცხლო დედა... ოღონდ შენ გადარჩე დედა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი