სამშობლოს სიყვარული
საქართველო თვით სიყვარულია! გმირთა ერთობის ძალაა დიდი, გერგეტიდან ეს დაწყებულია და დარიალის ხეობას მიდის. იქ ანანურთან კედლებს შეება, ბაზალეთიდან მიჰყავს კახეთსა. ნეკრესმა, გრემმა - ბრძოლის ემბლემამ, ყვარლის მთებისკენ ძალა დათესა. ძალა, რომელიც ალაზანს მისცა, მერე ეშვება შორით ქართლისკენ, გორის კალთებით გათელა მიწა, მიექანება რაჭის კარისკენ. შოვის ბუნებას პატივი სცა და მიჰყავს ქუთაისს ზმანებას ულევს, მერე მან ბედი ზღვის ფერდზე სცადა და ბათუმს წარმტაც ლაჟვარდებს უქებს. გურიას გაჰყვა სანაპიროთი, ძალა მოიცვა მთელმა ზღვის პირმა, მერე დასჭექა მეგრულ კილოთი, რომ იამაყოს ჩვენმა ძმა გმირმა. დაჰბერა უშგულს სიმართლის სიომ, ძალა იქ დარჩა თერგიდან ვლილი, მოიცვა კუთხე საეკლესიო, გაერთიანდა ქართვლისა შვილი. ძალა დიდდება - მარადიული, ეს მთელ ქვეყანას აერთიანებს, ასე დარჩება მარად ქართული, მტერმა რომც სცადოს ვერარას გვავნებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი