გაუმარჯოს
ჰე, გაუმარჯოს იმ ადამიანს, ცხოვრებამ რომ არ გააბოროტა! ცხოვრება ხომ ჰგავს ფრეგატს ნამიანს, მიჰყავხარ ომში და გქმნის რობოტად! მაგრამ ის არა! ის არ შემდრკალა რთული დროების პიგმენტებს აქრობს, არ შეეშინდა და არ შემკრთალა, ცრუ დაივიწყა - სიმართლეს ცხადყოფს. გრძნობის კრეტსაბმელს მხოლოდ მას უმხელს, ვინც გვერდით მედგრად უდგას ზმანებით, მხოლოდ მას ართმევს მართალ და ჩუმ ხელს, დრო არის ჩვენც თუ გავიაზრებდით! მოყვარეს პირში ვუთხრათ სათქმელი, ზურგს უკან ჭორვა რა საჭიროა? რა გაბოროტებს? არ ხარ ქართველი? განა აქ ჩხუბის და ომის დროა?! არა, არ შედრკე! რადგან ჩვენ ბოლოს ერთად გავივლით სიკვდილის გზასა, იქ გამოჩნდება ვის სწამს სამშობლო, ვინ სცა პატივი მოწყალე ძმასა. ვინ გაუმრთელა ნაიარევი? ვინ დაეხმარა დაკოდილ გულსა? ვინ ქმნა სიკეთე, საზრდოთ, აქ ბევრი? ვინ მოეფერა წმინდა მამულსა? ვინ სცა პატივი მდუმარე ხატსა? ვინ გადიწერა პირ-ჯვარი გულით? ვინღა გაუძღვა ოჯახს სპეტაკსა? ვინ იამაყა ხით - აქ დარგულით? ვინ ააშენა სახლი ზღაპრული? შვილებს უბოძა გული მეომრის, ვინ აამღერა ჰანგი ქართული? და შექმნა ძირი - სარკე ქართული? ვინც მგლურად დაჰკრა ბუკს და ნაღარას, მერე იმღერა მან შადიანი, არ შეუშინდა მტერს და ჭაღარას, კაცად ქმნა სიტყვა ადამიანი. ვინც შესცოდა და მოინანია, უცოდველი ხომ არავინაა. ჩემი ძმები კი ჩემთან არიან, გახსოვდეს ძმაო, - მარად ვინაა? ამიტომ სანამ ჩვენ სული გვიდგას, დავიხარჯოთ ჩვენ მთელი არსებით, გვყავდეს შორს ის ვინც დღეს ბოღმით გვიტანს, გავლიოთ ეს დრო ჩვენ შემართებით. ვხედავდეთ მამულს, ჩვენს ადათს მზიანს, გვწამდეს ოჯახის - არა გოროზად, ჰე, გაუმარჯოს იმ ადამიანს, ცხოვრებამ რომ არ გააბოროტა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი