არა კაც-კლა...
არა კაც-კლა, თქვა უფალმა და მოგვწმინდა ნასისხლარი. ცამ ჩვენზე გარდაუვალმა, აკურთხა სულის ოლარი. გოლგოთა შორს! გოლგოთა შორს! ელეონის მთა ვადიდოთ, არ მივცეთ ქორს! და მივყვეთ დროს! ზოგი კი ისევ თაღლითობს. ბელზებელი სახლობს მასში და მძიმე ცოდვას ეძლევა, თუნდაც ქარში, დამჭკნარ მარტში, სისხლიან გზას ის ვერ სცდება. არა კაც-კლა,-გიმეორებს, ღმერთი შენ კი რა ქენი? ფულის გამო ჩვენს მეომრებს კლავ და წყდება ქართველი. რას ელი? ერთობა გვინდა? ზოგი კი ამ დროს ერთობა, დაივიწყა, რაც დადგინდა, ტყუის, დაჰკრავს პირფერობა. ჩვენ კი დროა ამ სანთელით, რაც ანათებს კავკასიონს, შევქმნათ სხივი მისარქმელი, რაც დარჩება აკვნად სიონს! რაც გაანათებს მომავალს, თაობებს გაჰყვება ხატად, მინდა ნათელს გარს მომავალს, ქმნიდნენ მოწყალების თავად. არა კაც-კლა, თქვა უფალმა და მოგვწმინდა ნასისხლარი. ცამ ჩვენზე გარდაუვალმა, აკურთხა სულის ოლარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი