მე
მე იმ ობოლი პოეტის ძმა ვარ, ვინც ასე გაყიდეს, ვინც ასე დაალპეს. მე ამ ბოროტი ბოჰემით ბრმა ვარ: მთელავდნენ, დამაგდეს, მართმევდნენ ქარაგმებს. მე იმ კეთილი წოდებით ვდგავარ, რაც მე არ გამიყვეს; თითქოსდა გამყიდეს. არა! მე ისევ ბილიკებს ვკაფავ, ჩემს ძალებს ვასხივებ, მამკვიდრებს, მამდიდრებს. მე ფეერიულ ნატვრას მივტირი არ მინდა, რომ გული სამარეს მივცე მე, გული კი ფეთქავს ვამბობ ვით ჩვილი გავაფრენ? არ ვიცი, - და ქილიკს ვიწყებ მე. სემირამიდას ბაღში ვტრიალებ და დავეხეტები მარტო ამ ტრიალში, მახსოვს გრანელი, - საზღვარს მივაღწევ, ბედკრული გულია ამ ხალხში - ტირანში. კვლავ აპათია დამჩემდა რა ვქნა, გამარტყეს სილა და ემსგავსნენ ქიმერას, ხალხი ვუყურებ თითქოს და ბრმაა, დაგგესლავს და მერე ის კბილებს ილესავს. მე კი მივყვები დროის კალაპოტს, სევდად მარტოობა დამჩემდა, დამყვება. მერე გავცქერი ცისა კაბადონს, თეთრი ოცნებები ფიქრებს შორს გაჰყვება. ასე ლტოლვილი ვისმენ გოდებას, გოდებას ამ გულის, რომელიც ვერ დგება, მაგრამ ახლიდან მოველი მოგებას: ვფხიზლდები, ვიცვლები, დროა არის! - თენდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი