სიყვარულის სონეტი


ეხარბება წითელ ვარდებს, დროის ფერება. 
სილამაზეს ეპარება ვერ ისვენებს სიშმაგე ფერთა, 
ჭკნობის ისრებთან ბრძოლაში ეკლებიც ცვდება, 
ვარდს ვერც მალავენ ჩრდილები ხეთა. 

შენი თვალები სულს ანათებენ არ დაჭკნებიან, 
ამ გულის ცემას ვერ შეეხება სიბერე დროის. 
შენი ხმა და მზერა შენი ჩემთან ჩნდებიან, 
ყოველი წამი მიხარია შენი არსობის. 

ჩემგან წასული შენ ახლა შორს ხარ 
და ნაწამები ვერ გხედავენ, ჩემი თვალები. 
მე არც მაშინებს ულმობელი ჭკნობის სურნელი, 
რადგანაც ვიცი ასე მომელის სიცოცხლეში 
გარდაცვალება. 

სიყვარული არ მოკვდება, მარად იზრდება, 
სამოთხის გულში ჩვენი გრძნობა მარადისდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი