სევდიანი დაისები


დარდად გადამექცა ჩუმი დაისები,
ყოველ დაისობას ისევ მარტო ვხვდები,
მზეო, თუ ჩახვედი მწუხრით ავივსები,
მ ზ ე ო,  ა რ  წ ა ხ ვ ი დ ე,
მ ზ ე ო,  გ ე ვ ე დ რ ე ბ ი !

მთვარე ამოვა და სევდით ამამღერებს,
ქ ა რ ი  მ ა კ ო ც ე ბ ს  დ ა
ს ხ ვ ა ს თ ა ნ  გ ა ი ქ ც ე ვ ა,
ზეცა ვარსკვლავების ღილებს დამაკერებს,
ცრემლი სიმწუხარის წვეთად დაიქცევა.

დარდად გადამექცა ჩუმი დაისები,
შენ თავს მომანატრებს ბინდი ჩამომდგარი,
ყველგან მოგძებნი და არსად არ იქნები,
ა ლ ბ ა თ  მ ა პ ა ტ ი ე ბ ს
ს ე ვ დ ა ს  მ ა ც ხ ო ვ ა რ ი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი