ლირიკა


აღარ ვწერ ლექსებს, მაგრამ იმგვარად,
ისევე მიპყრობს სურვილი დიდი,
რომ შენს სურათთან ვათიო ღამე
და კვლავ შენდამი მახრჩობდეს რიდი!
აღარ ვწერ ლექსებს, ლექსი ვერ შველის
პოეტის სულის ამოძახებას,
ტკივილით სავსეს, იმედმინავლულს
და ყოველივეს გაპარტახებას!
დღეს კი უცხო ხარ ჩემთვის სრულიად,
მე იმ ბავშვობის ყვავილს დავტირი,
წელს სხვანაირი გაზაფხულია  -
ზამთრის ნაირი!
დღეს კი უცხო ხარ ჩემთვის სრულიად,
ოდეს ძვირფასი - ოქროს საწმისი...
ეს ყველაფერი დასასრულია
ან დასაწყისი.

გიორგი ზუბიტაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი