*** ( ეჰე, ქარო... )
ეჰე, ქარო, ტკივილების დასტაქარო, მაკოცე და დამიამე ჭრილობანი, ვითა ქალო, შემოდგომის კართან მდგარო, განა ვინ მყავს შენისთანა მოუბარი... მომეხვევი? - გულს გაჩუქებ დარდიანსა, ჩამჩურჩულე, რაი გტკივა, ბროლისთვალო, შენ შენი თქვი, მე კი ჩემსას მოგიყვები, დარდ-დავთარი შენთან მინდა გადავშალო! მერე წადი, სადაც გინდა იქ იქროლე, გზას დაადექ, ვით საყდრის გზას მახვეწარი, გზად გვირილის ველ-მინდვრები დაიფინე, ვით ხალიჩა, ატლას-ფარჩა ან ზეწარი. თუ ვინ შეგხვდეს, არა რა თქვა ჩემს შესახებ, ნუ დამძრახავ დაძრახულსა, ბროლისთვალო, ჩემ მკვლელს ნახავ? - თვალზე ცრემლი შეუმშრალე, ეჰე, ქარო, ტკივილების დასტაქარო! გიორგი ზუბიტაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი