*** [როდესაც ...]


როდესაც უმზერ სურათებს მონეს,
არც ერთ სხვა მხატვარს არ მოგაგონებს -
მონეში სწორედ მე ეს მაოგნებს.

როცა ჰანგები იღვრება ბოტტის,
ო, ეს არ არის აყოლა მოდის -
თავისით მოდის...
თავისით მოდის...

და როს პოეტი შენ ლექსებს გიძღვნის,
არაფერია საზომი მისი 
გარდა გულისა, 
ცეცხლად რომ 
იგზნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი