კვირას ქედი
მომენატრა კვირას ქედი და იქიდან სოფლის ხედი, როგორ ვეღარ ჩამოვედი და შარაზეც ვერ გავედი... ვხედავ თვალით წარმოსახვის შენ სახლიდან გამოხვედი, ჩამოჯექი ახლოს კარის, ფიქრებს ვეღარ წაუხვედი. რაზე ფიქრობ, დედი, რაზე, რად გავჩნდით ამ ქვეყანაზე? შენც ამოდი კვირას ქედზე, არ იდარდო არაფერზე. კვირას ქედი უდრეკელი, ალბათ, ისევ ისე მელის, ჩამოვალ და კვლავ ამოვალ, მადლი ჩემზე გარდამოვა. აზიდული ფიჭვებს შორის ვით სიმბოლო ფიქრთა შორვის, ალბათ, ისევ მელოდება როგორც მწვანე მოლანდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი