90-იანების რაფსოდია


ირგვლივ ჩივილი, ცრემლი ლოყას ბანს,
არის ტკივილი გაუსაძლისი,
ჩამესმის ყურში როგორც ერთ დროს ბრანდს:
ღმერთია დეუს კარიტატისი.

გარეთ აღარ დგას ჟივილ-ხივილი,
სულდგმამ დაკარგა თავად საზრისი,
და კვლავ ყურს მწვდება ზეცით კივილი:
ღმერთია დეუს კარიტატისი.

მე ვეკრძალები მარად ცრემლთა ღვრას,
მაგრამ ცრემლები დამდის თავისით,
ჩამესმის როცა ვით იბსენის ბრანდს:
ღმერთია დეუს კარიტატისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი