*** [ქუჩას ....]
ქუჩას მივყვები ჩაფიქრებული, მაღლით დამყურებს ცა ფიქრეული; ვცადე მეფიქრა სხვა ქიმერებზე, მაგრამ ცა და მე შენ ვერ გელევით. მაგრამ სადამდე, შემოგევლები, უნდა გვტანჯავდე, მითხარ, ცას და მე... ქუჩას მივყვები ჩაფიქრებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი