სპლინური


თეთრი გზა მიდის, მიიკლაკნება,
არავინ არ ჩანს მარად ერთგულად, 
მატარებელი მიდის და ქრება,
ყველა კარები ჩარაზე მტრულად.

რაა უარე, რაა, რომ იყოს,
რაა, რომ არის ამაზე მწარე;
თავს მოუარე, რამე რომ იყოს,
რად გინდა, აბა, შავი ზეწარი.

სიჩუმე - ღამის თეთრი პერანგი, 
იდუმალ ქარის ბებერი ზურნა,
აყვანილია ედიპეს რანგში
ამქვეყნიური მარადი ზრუნვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი