*** [გულს ....]
გულს შემომენთო მწველი ხანძარი, წამექცა სულის კარიატიდა, ჩამორღვეული ძველი ტაძარის შეშლილ კედლებში ქარი ატირდა. როგორც უმხედროდ შთენილ მერანის, ფიქრის ფაფარი მიაქვს ქარ-ტიალს, და ირგვლივეთი მისგან ვერანი მიაგავს ჰადესს მარად ავდრიანს. მე ვერ გამტეხონ ქარტეხილებმა და მიწყივ დევნამ შავი ყორანის, ტვინის კუნჭულში სანამდის ელავს ნათელი ხსოვნა ჩემი მომავლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი