*** [რა ლამაზი ...]


რა ლამაზი რამ არი,
როცა ფანჯრის რაფაზე
მტრედი შეინავარდებს -
თითქო ზეცა გაფასებს.

რა ლამაზი რამ არი,
როცა ქალი ლამაზი
გიყვარს გამო სხვა რამის,
და არა სილამაზის.

რა ლამაზი რამ არი,
როცა იცი მთავარი,
და რას იტყვის მავანი
არსებითი არ არი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი