შენი აპრილის არგაშლილი დამაქვს კვირტები
თუ მხოლოდ წამით შემომხედავ, დამაკვირდები... ამ თბილ მზერაში სიყვარულს და ტკივილს დალანდავ, შენი აპრილის არგაშლილი დამაქვს კვირტები და მონატრებულ გაზაფხულზე ტირის ბალადა... ფრთები დავღალე შენს ძებნაში, დავიზიანე, ზოგჯერ ჩურჩულით მიყვებიან მთები შენს ამბავს, ყვავილთა თოვას თუ უშენოდ გავიზიარებ, მაშ, რა აზრი აქვს გაზაფხულმა ფრთები შემაბას?! ეჰ, ნეტავ, გზები, ზღვის ნაპირი შემომატარა, მაღალი ზეცა დამანახა, მთიანი მხარის, ეს გაზაფხულიც მოითმინე, ჩემო პატარავ! და არასოდეს მათქმევინო: "გვიანი არის!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
რა ლამაზია!
მართლა მომეწონა ... ძალიან ლამაზია.