თბილისობა
ჩანდა სიონთან ხატება რწმენის, სადღაც იწვოდა სანთელი წმინდა; ღამეს ვუთვლიდით ნაბიჯებს მწევრის და სიყვარული გვაწვიმდა ციდან... ჩვენ მოვდიოდით, მოგვქონდა სითბო... მოვუყვებოდით თბილისის ქუჩებს, გზებზე ნეკერჩხლის ფოთლები იდო, მტკვარი მეტეხთან ისრესდა ტუჩებს... ქარს ჩამოჰქონდა კოჯრიდან სუსხი, ცა მოლხენისა მსურველი გახდა... ღამეს "მანავის" ვუსხით და ვუსხით და "თბილისობაც" მოგვადგა კართან... სადღაც ისმოდა ღაღადი ქვათა: "ნუ გააცივებთ კერას და ღადარს..." გულებს სწვდებოდა თანწყობა ხმათა, თბილისს რომ ერწყმის, თბილისს რომ ხატავს... ნამდვილად ჰგავდა სისხლისა ყივილს, ჰო, "თბილისობა" მოგვადგა კართან... გოგო - ბიჭების ვითვლიდით ღიმილს და ეს ზეიმი სიყვარულს ჰგავდა... სიცოცხლის სუნი სდიოდა მაჭარს, ვიღაც ხატავდა ქორბუდა ირმებს... ვის არ ნახავდით: მეეტლეს, ვაჭარს და ფიროსმანის თბილისელ გმირემს... ნარიყალასთან კვდებოდა სევდა, რიყეს ეხურა ნამუსის ქუდი, გულითად ლოცვას ზეცამდე სწევდა წითელფეხება მტრედების გუნდი... სადღაც ანგელოზს მოვკარით თვალი, უღრუბლო ზეცას ღებავდა ლურჯად, დარდის ვერ ვნახეთ მისხალი კვალიც... მთაწმინდა იდგა ქალაქის ბურჯად. ჩანდა სიონთან ხატება რწმენის, სადღაც იწვოდა სანთელი წმინდა; ღამეს ვუთვლიდით ნაბიჯებს მწევრის და სიყვარული გვაწვიმდა ციდან... გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი