შეხვედრა ორთა


ერთი ადგილი მეგულება,
თბილისში, კოხტა, 
იქ იდუმალი იმართება
შეხვედრა ორთა...
გაგიკვირდებათ, იმ ადგილზე
ჩემს გაგრას ვხვდები
და იხრებიან, საჩრდილობლად,
ჭაღარა მთები... 
ჩნდება ქალაქი, საჩუქრებით,
ხან რა აქვს,  ხან - რა...
წლები მოუსხამს, გარდასული, 
ფარჩად და ქამრად... 
ხან ფოტოალბომს ჩამომიტანს
და ხანაც -  იმედს...
მუხა ფესვიდან, გეგონება, 
სისხლის წვეთს იდენს...
ერთი ასეთი თვისება აქვს
მშობლიურ ქალაქს...
მხოლოდ თვალებით სჯა-ბაასობს,
სიჩუმე დააქვს;
თან დაატარებს, უცნაურად, 
წკრიალა ზარებს,
ცამ თუ ჩამოკრა, უცაბედად,
ბედთან დებს ზავებს... 
დღესაც გამოჩნდა, გამობრძანდა
გულისთქმაც, გაგრაც... 
ხუთის ოც წუთზე დაურეკეს, 
წავიდა... გაქრა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი