კლდე იშორებს პირზე შხეფებს
ტალღა ნაპირს ეხეთქება, კლდე იშორებს პირზე შხეფებს, მინდა შეგხვდე ისე, როგორც ია ხვდება პირველ შემხვედრს... მინდა შენი სილაჟვარდე, მინდა შენს ცას დავენახო; მინდა შეგხვდე ისე, როგორც ვაზი ხვდება სავსე ნაყოფს... ქარებს ხელი არ გაუშვა, ძალას იგრძნობ მოჭიდებით, მინდა შეგხვდე ისე, როგორც მზეს ხვდებიან ლურჯი მთები... დავდივარ და ყველგან გეძებ, დარდით ფეხი გამენასკვა; მინდა შეგხვდე ისე, როგორც ღამით ხვდება მთვარე ვარსკვლავს... აზრს სიცოცხლე კარგავს მაშინ, როცა იმედს კარგავს გული, მინდა შეგხვდე ისე, როგორც წყაროს ხვდება ნაკადული... ჯერ ადრეა სიცივემდე, სანამ ისევ ბარში მოთოვს; მინდა შეგხვდე ისე, როგორც ტოტი ხვდება გაშლილ ფოთოლს... უთხარ შენს ცას - გამონათდეს და ჩემი მზე დაიფიცოს; მინდა შეგხვდე ისე, როგორც დედა ხვდება თავის პირმშოს... შენ წამოდი, ნოემბერი უცილობლად დაგთანხმდება... მინდა შეგხვდე ისე, როგორც შემოდგომა ზამთარს ხვდება... გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი